ფეხბურთი

20:09 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პელე: “ვასკონსელოსი ნეიმარზე ათჯერ უკეთესი იყო”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პელემ განაცხადა, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის არ უნდა მოიხსენიებოდეს.

“ნეიმარი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რამდენი გოლი გაუტანია კარიერის განმავლობაში თავით? არის კი ის მაღალი კლასის? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ვასკონსელოსი (“სანტოსში” პელეს თანაგუნდელი) ათჯერ უკეთესი მოთამაშე გახლდათ. ნეიმარი გამოკვეთილი თავდამსხმელია, დაცვაში არ ირჯება, არ ქმნის მომენტებს, წინ ბურთი არ მიაქვს. და რთულია ის საუკეთესოებში დაასახელო, როცა ამდენი რამ აკლია”. – უთხრა პელემ ბრაზილიურ Globo-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117351