ლონდონის "არსენალი" შვეიცარიული "ბაზელის" ნახევარმცველ მოჰამედ ელ ნენის ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დასაწყისშივე გაიფორმებს. ბრიტანული გამოცემა “დეილი მირორის” ინფორმაციით, “მეთოფეები” 23 წლის ეგვიპტელის შეძენა 7 მილიონი ევრო დაუჯდება. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით დარჩება აფრიკელი ნახევარმცველი “ემირეიტს სთედიუმზე”.
ელ ნენი “ბაზელში” 2012 წლის ზაფხულიდან მოყოლებული თამაშობს გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში კი 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.