ფიფას ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (კონმებოლი) ექსპრეზიდენტმა ეუხენიო ფიგერედომ, რომელიც კორუფციაში და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული, დანაშაული აღიარა. ამის შესახებ Associated Press-ი ურუგვაელი პროკურორის ხუან გომესის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.
კერძოდ, 83 წლის ჩინოვნიკი თავს დამნაშავედ ცნობს ქრთამის აღებაში და უფლებამოსილების გადაჭარბებაში, როცა ფიფაში მაღალი თანამდებობა ეკავა.
რამდენიმე დღის წინ ფიგერედო ურუგვაის ციხეში გადაიყვანეს, მისთვის წაყენებული ბრალდება 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.