ფეხბურთი

23:41 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას “სიტიში” ნეიმარი სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც ბრიტანული პრესის ცნობით შემდეგი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” თავკაცი იქნება, კატალონიური “ბარსელონადან” ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას გეგმავს.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, გვარდიოლა ახალ გუნდში მისვლის შემდეგ უწინარესად “სიტის” შეტევითი პოტენციალის გაძლიერებაზე დაიწყებს ზრუნვას. სახელდება არაერთი თავდამსხმელის გვარი, მაგრამ 23-წლის ბრაზილიელის ვარიანტი ყველაზე ხშირად განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას შესაძლო შენაძენთა შორის “ბარსელონას” კიდევ ერთი ფორვარდი, ლუის სუარესიც სახელდება. შეგახსენებთ, “ბაიერნმა” დაადასტურა, რომ ესპანელ სპეციალისტთან კონტრაქტი არ გახანგრძლივდება.

მიმდინარე სეზონში, ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე ნეიმარმა 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110323