ფეხბურთი

21:04 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგს გერმანიის ნაკრების კაპიტნობა სურს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ჟერომ ბოატენგმა განაცხადა, რომ მომავალში თუ გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახდება, ეს მისთვის განსაკუთრებული ფაქტი იქნება.

“თუ კაპიტანი გავხდები, ეს განსაკუთრებული რამ იქნება ჩემთვის. ბერლინიდან ვარ, მაქვს განსხვავებული კანის ფერი და თუ ასე მოხდება, ვიამაყებ.” – განაცხადა დედით გერმანელმა და მამით განელმა ფეხბურთელმა Sueddeutsche Zeitung-თან საუბრისას.

27 წლის მოთამაშე გერმანიის ნაკრების რიგებში 57-ჯერ გამოჩნდა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. 2014 წელს ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო “ბაიერნთან” ერთად ყველა საკლუბო ტიტული (ევროპა ლიგის გარდა) აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122953