მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ ზინედინ ზიდანის და “სამეფო კლუბის” შესახებ ისაუბრა.
“ვფიქრობ ერთ დღეს ზინედინ ზიდანი “რეალის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს ზიზუს ერთ-ერთი მიზანია. ახლა ის მეორე კლუბს წვრთნის და “რეალის” მწვრთნელობაზე ფიქრობს. ზიდანს აქვს შესაძლებლობა და ის თავის მომენტს გამოიყენებს. ბენიტესი “რეალში” დიდხანს ვერ გაჩერდება, რადგან ამ გუნდის მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა” – განაცხადა ფიგუმ.