ფეხბურთი

0:06 | 25.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ადანს გაუხანგრძლივა

“ბეტისმა” ესპანელ მეკარეს ანტონიო ადანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, 28 წლის კიპერი “ბენიტო ვილამარინზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსყიდვა 8 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

28 წლის მეკარემ მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111345