ნბა-ს მიმდინარე სეზონში “სან ანტონიოს” 30 მატჩის შემდეგ ჩაგდებული და მიღებული ქულების სხვაობა +408 დაუგროვდა, რაც საოცარი შედეგია.
EშPN-ის ცნობით ნბა-ს ისტორიაში 30 ტურის შემდეგ “სან ანტონიომ” მეორე შედეგი აჩვენა. ტეხასურ კლუბს 1971/72 წლების “მილუოკი ბაქსი” უსწრებს, რომელსაც 30 ტურის შემდეგ ქულების სხვაობა +435 ჰქონდა.
“სან ანტონიო” 25 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.