ზაზა ფაჩულიას გერმანელმა თანაგუნდელმა დირკ ნოვიცკიმ ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ლეგენდარულ შაკილ ონილს გადაასწრო და მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა.
დირკმა “ბრუკლინთან” 119:118 მოგებულ შეხვედრაში 22 ქულა ჩააგდო და კარიერაში 28 609 ქულა დაუგროვდა. შაკილ ონილს 28 596 ქულა აქვს.
37 წლის დირკ ნოვიცკი 1998 წლიდან “დალას მავერიკსში” თამაშობს. გერმანელმა გუნდთან ერთად 2011 წელს ნბა-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2007 და 2011 წლებში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის MVP-ის ტიტული დაისაკუთრა.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეები:
ქარიმ აბდულ-ჯაბარი 38 387 ქულა
კარლ მელოუნი 36 916
კობი ბრაიანტი 32 916
მაიკლ ჯორდანი 32 292
უილტ ჩემბერლენი 31 419
დირკ ნოვიცკი 28 609
შაკილ ონილი 28 596
მოზეს მელოუნი 27 409
ელვინ ჰეიესი 27 409
ჰაკიმ ოლაჯუვონი 26 946