დუდა სანაძის "სან დიეგო" წარმატებულ სვლას აგრძელებს. ამერიკის სტუდენტური ლიგის ბოლო არასაკონფერენციო მატჩში კალიფორნიელები "ნორტრიჯს" ეხვდნენ და 81:63 დაამარცხეს. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი ქართველმა ლეგიონერმაც დაიდო.
სანაძე ასტარტო ხუთეულში იყო შეხვედრა 11 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით დაასრულა. დუდამ 4-დან 3 ორქულიანი, 8-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი (17 ქულა) სერბმა ვასა პუსიკამ დააფიქსირა, ხოლო ოლინ კარტერის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
სანდიეგოელებმა არასაკონფერენციო 11 მატჩიდან 5 მოიგეს, რაც 10-გუნდიან "ვესტ ქოუსთის" კონფერენციაში მე-6 შედეგია. კონფერენციულ მატჩებს სანაძის გუნდი 1 იანვარს, სტუმრად "პასიფიკთან" თამაშით დაიწყებს.