ფიფას აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ფეხბურთიდან წასვლა დაანონსა. შვეიცარიელმა The Wall Street Jornal-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი თავის მრავალწლიან საქმიანობას ემშვიდობება.
"ჩემი სამსახური ფეხბურთში დავასრულე. ორგანიზაციის ნდობა ჯერ კიდევ 27 მაისს დავკარგე, როდესაც აშშ-მ გამოძიება დაიწყო." - განაცხადა ბლატერმა.
ზეპი ფიფას სათავეში 1998 წელს მოვიდა. შემდეგ 2002, 2007, 2011 და 2015 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ბლატერმა მიშელ პლატინის 2 მილიონი ფრანკი გადაურიცხა, რის გამოც ფიფას ეთიკის კომიტეტმა გამოძიება ჩაატარა და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგია: ფრანგი და შვეიცარიელი საფეხბურთო საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორეს.