საქართველოს ეროვნული ნაკრების და “მორაბანკ ანდორას” ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
ქართველი კალათბურთელის კლუბი ბადალონაში “ხუვენტუტს” ესტუმრა და 90:79 სძლია, შერმადინს კი ანდორელთა როგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (23) ჰქონდა.
გიორგი სასტარტო ხუთეულში იყო და 24:25 წუთში ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 9 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
გასულ მატჩში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 16:31 დათმეს.
“მორაბანკ ანდორას” ექვს-ექვსი მოგება-წაგება მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა.
დღეს ჩაატარებს მე-12 ტურის მატჩს თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”. ქართველის კლუბი ბასკურ დერბიში “გიპუზკოა ბასკეტს” ესტუმრება.