კალათბურთი

1:32 | 23.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” ახალი ლეგიონერი

თბილისის “ვითამ”, რომელსაც ვთბ-ლიგაში ზედიზედ 13 მატჩი აქვს წაგებული, ამერიკელი კალათბურთელი ომარ ტომასი (სიმაღლე 196 სმ.) დაიმატა. 33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონი მექსიკურ “ჰალკონს როხოს დე ვერაკრუზში” დაიწყო და 12 მატჩში საშუალოდ 13.4 ქულას, 7.8 მოხსნას, 1.3 პასსა და 1.9 ჩაჭრას აგროვებდა.

ისიც ვთქვათ, რომ მანამდე ტომასს არაერთი ევროპული კლუბი აქვს მოვლილი. მაგალითად, ამერიკელ კალათბურთელს უთამაშია იტალიურ “ფერენტინოში”, “ბანკო დი სარდინია სასარიში”, “სკანდონე აველინოში”, “ენელ ბრინდიზიში”, “ნაპოლიში”, რუსულ “კრასნიე კრილიაში”, სერბულ “ცრვენა ზვეზდაში” და ფრანგულ “პო ორტეზში”.

შეგახსენებთ, რომ “ვითას”, რომელსაც პაველ გოოგეს წასვლის შემდეგ, მიხეილ კობეშავიძე ავარჯიშებს, ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს უკვე გაისად ელის. 3 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეს სარატოვის “ავტოდორი” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123162