მილანის “ინტერს” რომის “ლაციოს” ნახევარმცველის ლუკას ბილიას შეძენა სურს – იუწყება ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი.
“ნერაძურის” მთავარ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და პრიორიტეტული არგენტინელი მოთამაშის დამატებაა.
29 წლის ფეხბურთელს “ლაციოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 18 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ბილიამ მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.