ფეხბურთი

15:34 | 22.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე მელოს სამი თამაში აკმარეს

მილანის “ინტერის” 32 წლის ნახევარმცველი ფელიპე მელო სამ მატჩს გამოტოვებს. სწორედ ასეთი სასჯელი გამოუტანა ბრაზილიელ ფეხბურთელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა. საქმე ისაა, რომ მელომ სერია A-ს ბოლო ტურში, რომის “ლაციოს” ნახევარმცველ ლუკას ბილიას წინააღმდეგ არასპორტულად ითამაშა და ლამის მძიმე დაზიანება მიაყენა, რის გამოც მსაჯისგან უმალ წითელი ბარათი დაიმსახურა.

საერთოდაც, ფელიპე მელოს ზღვარსგადასული უხეშობა ხშირად ჩვევია და აღნიშნული შემთხვევა მის კარიერაში პირველი არ ყოფილა...

0.112756