ფეხბურთი

21:16 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს

უეფას ეროვნული ასოციაციების სამმმართველოს უფროსი მენეჯერის, დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია JAKO FM-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.

ქართველ საფეხბურთო მაღალჩინოსანს, წუხელ, ბახტრიონის ქუჩის 8 ნომერში, გზის ფეხით გადაკვეთის დროს, საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა, რომლის შედეგადაც პეტრიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურა, საქმეს, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.

დავით პეტრიაშვილი, შვეიცარიიდან, საქართველოში საშობაო არდადეგებზე იყო ჩამოსული. წუხელ, 01:30 საათიდან 02:00 საათამდე, ის გზაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა.

www.jako.fm

0.133483