კალათბურთი

20:00 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონდომ მთლიან გუნდზე მეტი პასი გააკეთა

“საკრამენტო კინგზის” გამათამაშებელმა რაჟან რონდომ “ტორონტოსთან” 104:94 მოგებულ შეხვედრაში 13 შედგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო მოწინააღმდეგე გუნდის კალათბურთელებმა ყველამ ერთად 12 პასის გაკეთება მოახერხეს.

ასეთი შედეგი მიმდინარე სეზონში რონდოს გარდა კიდევ ორმა კალათბურთელმა აჩვენა. “ოკლაჰომას” ლიდერმა რასელ უესტბრუკმა 16 პასი, ხოლო მთლიანად “მემფისმა” 13. “ფინიქსის” უკანახაზელმა ბრენდან ნაითმა 15 პასი, “ბრუკლინის” კალათბურთელებმა კი მხოლოდ 12.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119682