ფეხბურთი

12:06 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა

“პარი სენ ჟერმენმა” ლიგა 1-ის პირველ წრეში მოპოვებული ქულების რაოდენობით, საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. პარიზელებმა 19 მატჩში 51 ქულა მოაგროვეს და “ლიონის” 2006/07 წლებს შედეგი 1 ქულით გააუმჯობესეს.

მე-19 ტურში პსჟ სტუმრად “კაენს” დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ლორან ბლანის გუნდს 16 მოგება და 3 ფრე დაუგროვდა. პსჟ მეორეადგილოსან “მონაკოს” 19 ქულით უსწრებს.

ფრანგული გრანდის რიგებში ყველაზე მეტი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს გატანილი. 14 მატჩში შვედმა თავი 15-ჯერ გამოიჩინა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ზლატანი ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.126954