ფეხბურთი

1:33 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი, დვალიშვილის საგოლე პასი (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. 22 წლის შემეტევმა ამჯერად “გენლრედომეზე” ენსხედეს “ტვენტეს” (5:1) კარი კევინ დიკსის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით აიღო (იხილეთ გოლი) და სტუმართა განადგურებას სათავე დაუდო. ვაკომ მოედანზე 77 წუთი გაატარა და მერე შეცვალეს. ყაზაიშვილს ერედივიზიონში 6 გატანილი გოლი დაუგროვდა. რაც შეეხება არნემელთა კაპიტან გურამ კაშიას, ქართველმა მცველმა 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. პეტერ ბოშმა კაშია სკამს შეაჩვია – ჩვენებური უკვე მიჯრით სამი თამაშია თადარიგში რჩება. “ვიტესმა” ამ გამარჯვებით 28 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ჰოლანდიაში ზამთრის პაუზა გამოცხადდა და შესაბამისად, ქართველების გუნდი მომდევნო მატჩს დამდეგი წლის 16 იანვარს, სტუმრად “კამბურთან” გამართავს.

პოლონეთის ექსტრაკლასის XXI ტურში კარკოვის “ვისლასთან” სტუმრად მოიგო ვლადიმერ დვალიშვილის სჩეჟინის “პოგონმა” – 1:0. სტუმართაგან გამარჯვების გოლი რაფა მურავსკიმ 41-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის პასით გაიტანა (იხილეთ ბმულზე). მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველმა ფორვარდმა წინა ტურში დუბლი შეასრულა და ამჯერზე იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლადომ მოედანზე 86 წუთი გაატარა. “პოგონი” 36 ქულით მესამე ადგილზეა, პოლონეთის ჩემპიონატი კი 2016 წლის თებერვალში განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128272