მიმდინარე სეზონის აღმოჩენა “ლესტერ სიტი” პრემიერლიგის დამდეგ ტურში ლივერპულის “ევერტონთან” მატჩში ერთ ქულას მაინც თუ მოიპოვებს, შობას ლიდერის პოზიციაზე შეხვდება და თავის ერთ-ერთ ქომაგს 5 ათას სტერლინგს მოაგებინებს.
საქმე ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 8 აგვისტოს, უილ კირვაანმა ინგლისურ ტოტალიზატორ ladbrokes-ში 5 სტერლინგის ფსონი გააკეთა იმაზე, რომ “მელიები” 25 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზე იქნებოდნენ.
ასეთ კომბინაციას კი კოეფიციენტი მაშინ არც მეტი, არც ნაკლები 1000 ჰქონდა და შესაბამისად კირვაანიც ზემოხსენებულ 5 ათასი სტერლინგის მოგებასთან ძალზე ახლოსაა. აღნიშნული თანხა ევროებში 6 900-ს უტოლდება...
სხვათა შორის, “ლესტერის” ორი კონკურენტი “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” მე-17 ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან. შეხვედრა ორშაბათს, ლონდონში გაიმართება.