ნბა-ს ყოფილი სუპერვარსკვლავი ჩარლზ ბარკლი 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზს” წლევანდელ “გოლდენ სტეიტს” ადარებს და ამბობს, რომ “ხარები” პატარა “გოლდენ სტეიტს” დაანგრევდა.
“1995/96 წლების “ჩიკაგო” წლევანდელ “გოლდენ სტეიტს” დაშლიდა. თქვენი აზრით “გოლდენ სტეიტიდან” ჯორდანის და სკოტი პიპენის გამჩერებელი ვინმე არის? ან დენის როდმანის? ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახლა კალათბურთის თამაში და ქულების მოპოვება ბევრად მარტივია ვიდრე ადრე. წარმოგიდგენიათ მაიკლ ჯორდანი ახლანდელ კალათბურთში რამდენ ქულას ჩააგდებდა. მაშინდელი “ჩიკაგო” პატარა “გოლდენ სტეიტს” გაანადგურებდა” - მიიჩნევს ბარკლი.