კალათბურთი

1:51 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 16 ქულა პულენის გუნდთან მატჩში (+VIDEO)

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის B ჯგუფში თამაში 6 მოგებით და 4 მარცხით დაასრულა, რაც იმის გარანტიაა, რომ შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

ქართველი კალათბურთელის დიდი დახმარებით, ესპანურმა კლუბმა ზაგრების “ცედევიტა” 92:70 გაანადგურა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, ჯგუფში მე-2 ადგილზე გამაგრდა.

შენგელიამ მოედანზე 20:16 წუთი დაჰყო და 16 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თოკომ 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველ ფორვარდზე შედეგიანები მხოლოდ ფრანგი ფაბიენ კოსიე (20 ქულა, 6 მოხსნა) და ბერძენი იანის ბურუსისი (17 ქულა, 10 მოხსნა) იყვნენ, “ცედევიტას” კი 12 ქულით მარკო არაპოვიჩმა ულიდერა. რაც შეეხება ჯეიკობ პულენს, რომელიც გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, მან 21:38 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

ცნობისთვის, მე-2 ეტაპზე პულენის “ცედევიტამაც” გააღწია, რომელმაც უკანასკნელ სამ ტურში მარცხი კი განიცადა, თუმცა, იტალიურ “მილანს” ურთიერთშეხვედრებში სჯობნის და ეს უკანასკნელი მოგებებით რომც გაუთანაბრდეს, მე-4 პოზიციას ვერ წაართმევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117997