ფეხბურთი

19:59 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პუტინი: “ბლატერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს”

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ყოველწლიურ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე, ფიფას კორუფციულ სკანდალზე და რუსეთისთვის მინიჭებულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ჰკითხეს.

“ბლატერი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელმაც საერთაშორისო ფეხბურთის განვითარებას დიდი დახმარება გაუწია. კოლოსალურია მისი წვლილი ჰუმანიტარულ სფეროშიც, აი ვის უნდა გადაეცეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება სრული წესების დაცვით მოვიპოვეთ და არჩევნებში გავიმარჯვეთ. კენჭისყრაზე გავლენა არ მომიხდენია და გამოძიება დაასკვნის, ვინ და რაშია დამნაშავე.” – ციტირებს პუტინის სიტყვებს championat.com-ი.

2018 წლის მუნდიალი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისამდე გასტანს. ტურნირს 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123335