ვიგოს “სელტას” მთავარი დამრტყმელი ძალა ნოლიტო გამოაკლდა. აღნიშნულ ინფორმაციას გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
29 წლის ფეხბურთელმა დაზიანება შაბათს “ესპანიოლთან” მოგებული (1:0) შეხვედრის მიწურულს მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. სრულფასოვანმა სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ მას მარჯვენა ფეხის ბარძაყი აქვს დაზიანებული და ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
ნოლიტომ მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.