ფეხბურთი

11:36 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი ფიფას ეთიკის კომიტეტს ინკვიზიციად მიიჩნევს

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, ორგანიზაციის წევრებისთვის მიწერილ წერილში ფიფას ეთიკის კომიტეტი ინკვიზიციას შეადარა, წაყენებული ბრალდებები კი, კატეგორიულად უარყო.

79 წლის ფუნქციონერის წერილში წერია:

“შეწუხებული ვარ იმ ბრალდებებით, რომელიც ფიფას ეთიკის კომიტეტმა წამიყენა. ფიფაში 40 წელიწადია ვმუშაობ, 1998 წლიდან კი, მისი პრეზიდენტი ვარ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პატივისცემისა და პატიოსნების მხრივ პრობლემა არ მქონია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გადარიცხვა, რომელსაც ქრთამად აღიქვამენ, კანონიერი იყო, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმებები კი, ყველამ უნდა დაიცვას.

ეს გადარიცხვა ყველა ადმინისტრაციული წესის დაცვით განხორციელდა და დაადასტურა ფიფას ყველა კომპეტენტურმა ორგანომ, მათ შორის კონგრესმა. მეთოდები, რომელიც ამ საქმის განხილვისას გამოიყენება, ინკვიზიციას მაგონებს. მე გავაგრძელებ ჩემი უფლებების დასაცავად ბრძოლას და მიმდინარე კვირის ბოლომდე საარბიტრაჟო პალატასთან საკუთარ არგუმენტებს წარვადგენ, სრულიად დარწმუნებული სიმართლეში! მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა იმედი ვიქონიო, რომ 2016 წელიწადი უკეთესი იქნება ფიფასათვის”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103159