მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ინგლისური “ლესტერი” და ამავე გუნდის ლიდერი რიად მაჰრეზი არიან. ალჟირელი ფეხბურთელის მიმართ ევროპული ბობოლა გუნდები ინტერესს იჩენენ და თავისთან გაცილებით სარფიანი კონტრაქტით უკვე იანვარშივე ეპატიჟებიან. თუმცა, როგორც თავად აფრიკელი ფეხბურთელი ამბობს, იგი იანვარში გუნდის შეცვლას არ აპირებს.
“იანვარში “ლესტერს” არ დავტოვებ. ჩემთვის სეზონის ბოლომდე იქ დარჩენა აჯობებს, სადაც ახლა ვარ.
აქამდე “ლე ჰავრში” ვთამაშობდი, მაგრამ ჩემით არავინ ინტერესდებოდა, “ლესტერისთვის” კი ყველაფერს გავაკეთებ.
ინგლისის ჩემპიონობა? – არა, ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ”, - აღნიშნა მაჰრეზმა.
ალჟირელი ფეხბურთელი წლეულს მართლაც განსაკუთრებულ ფორმაშია – მაჰრეზმა პრემიერლიგის 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.