რაგბი

13:44 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსუფაშვილი: “ტრაგედია იქნება, თუკი რაგბის ფედერაციას რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ტრაგედია იქნება, თუკი რაგბის ფედერაციას და მორაგბეთა წრეს რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება. ასე ეხმაურება უსუფაშვილის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს.

“მინდა ვთქვა ერთი რამ, თუ ჩვენ ყველა ერთად და ცალ-ცალკე მოვახერხებთ იმას, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კორპორაციას და რაგბისტთა წრეს რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იქნება არა მხოლოდ რაგბის სამყაროსთვის, არამედ ყველასთვის, რადგან ეს არის სფერო, რომელშიც გვაქვს დიდი წარმატებები. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის, როგორც უშუალოდ რაგბის სფეროში მოღვაწეების, ისე სხვადასხვა ბიზნესმენებისა და მეცენატების. ამიტომ ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს ამ საქმეს”, - განაცხადა უსუფაშვილმა და არჩევნების თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ არჩევნების დროს არის გამარჯვებული და არის დამარცხებული და თუ ამას არ შევეგუებით და არ მოვახერხებთ, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე თამაშის წესებით ჩავებათ კონკურენციაში, არც პოლიტიკაში გამოგვივა რამე და არც რაგბიში.

“მე, როგორც ვიცი, ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან კონკურენტები, თანამდებობა ერთია და მინდა ვისურვო, რომ იმ ადამიანებს ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვთ, ექნებათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. უნდა ვაღიაროთ ის შედეგები, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად იქნება მიღწეული”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

www.interpressnews.ge

0.120223