ფეხბურთი

11:09 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლოს საფრანგეთში თამაში უნდა

ვეტერანმა იტალიელმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამდეგ ზაფხულს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს. ამის შესახებ პირლომ იტალიის 2014-2015 წლების სეზონის გალა დაჯილოდვებაზე თქვა, რომელსაც პირადად არ ესწრებოდა, მაგრამ ნიუ-იორკიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

“ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად მაინტერესებს, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუმცა ყველაფერს ანტონიო კონტე გადაწყვეტს”, - აღნიშნა პირლომ.

36 წლის პირლომ, რომელიც ზემოხსენებულ გალადაჯილდოვებაზე საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად დაასახელს, მოგეხსენებათ სანაკრებო კარიერა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, მაგრამ კონტეს თხოვნით “სკუადრა აძურას” მალევე დაუბრუნდა. და მაინც, ანდრეას ამერიკაში გადაბარგების მერე, კონტე პირლოს ნაკრებში იშვიათად იძახებს...

0.103004