კალათბურთი

13:12 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკმა” “გოლდენ სტეიტი” გააჩერა (+VIDEO)

“მილუოკი ბაქსმა” შინ “გოლდენ სტეიტ უორიორსს” მოულოდნელად 108:95 მოუგო და “ოქროს შტატელების” მოგებების სერია შეწყიტა. ოკლენდელთა დამარცხება თამამად შეგვიძლია მათი საუკეთესო “იარაღის” 3-ქულიანების ცუნდ ტყორცნას დავაბრალოთ. “გოლდენ სტეიტმა” 26 ნასროლი სამქულიანიდან მხოლოდ 6 ჩააგდო, რაც კალიფორნიელთათვის ძალიან დაბალი შედეგია. “მილუოკში” საუკეთესო გრეგ მონრო გახლდათ 28 ქულა, 11 მოხსნა. “გოლდენ სტეიტში” 28 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. “გოლდენ სტეიტმა” სასტარტო 24 შეხვედრიდან ოცდაოთხივე მოიგო და ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა, რთული სათქმელია ამ შედეგის გამეორებას ან ამ შედეგთან მიახლოებას მომავალში თუ ვინმე მოახერხებს. აქამდე ნბას რეკორდი სასტარტო 15 შეხვედრის მოგება იყო, რაც “ოქროს ბიჭებმა” 9 მოგებით გააუმჯობესეს. გასული რეგულარული სეზონის ბოლო 4 შეხვედრა “გოლდენ სტეიტს” მოგებული ჰქონდა და სულ ზედიზედ 28 მოგებული მატჩი დაუგროვდათ, რაც ნბა-ში მეორე შედეგია. საუკეთესო შედეგი 1971/72 წლების “ლეიკერსს” ეკუთვნის (33 ზედიზედ მოგებული მატჩი). კალიფორინიელებმა მიმდინარე სეზონში “მილუოკთან” პრიველად ვერ მოახერხეს 100 ქულაზე ასვლა. “გოლდენ სტეიტი” 24 მოგებით და ერთი მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

“ბრუკლინი” – “კლიპერსი” 100:105 (20:28, 24:29, 19:20, 37:28)

https://www.youtube.com/watch?v=mDIVrc8Iqus

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 93:98 (17:16, 25:22, 27:35, 24:25)

https://www.youtube.com/watch?v=AhvEqJk-idc

“დეტროიტ პისტონსი” – “ინდიანა პეისერსი” 118:96 (28:29, 37:26, 37:24, 16:17)

https://www.youtube.com/watch?v=kBi6qs-oM_4

“ატლანტა ჰოუქსი” – “სან ანტონიო სპურსი” 78:103 (13:22, 12:25, 30:32, 23:24)

https://www.youtube.com/watch?v=N4veKTKH8pE

“ჩიკაგო ბულზი” – “ნიუ ორლეანი” 98:94 (20:28, 22:17, 22:25, 34:24)

https://www.youtube.com/watch?v=AlebbmD8C6s

“ჰიუსტონ როკეტსი” – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 126:97 (32:25, 31:21, 28:30, 35:21)

https://www.youtube.com/watch?v=BawICd6OsD0

“დალას მავერიქსი” – “ვაშინგტონ ვიზარდსი” 111:114 (28:26, 22:25, 22:39, 39:24)

https://www.youtube.com/watch?v=7yv49kZkuTc

“მილუოკი ბაქსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 108:95 (30:28, 29:20, 21:29, 28:18)

https://www.youtube.com/watch?v=Rp1YpqtMvKs

“პორტლენდი” – “ნიუ იორკი” 110:112 (29:21, 27:34, 30:21, 24:36)

https://www.youtube.com/watch?v=5ToB2qds8ys

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1955