ფეხბურთი

20:26 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის მწვრთნელი: “იტალია და ბელგია ფავორიტები არიან”

შვედეთის ეროვნული ნაკრების მწვთნელმა ერიკ ჰამრენმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯგუფში ავსტრიას რევანშის გამო ისურვებდა.

სკანდინავიელები ევრო 2016-ზე იტალია, ირლანდიას და ბელგიას დაუპირისპირდებიან.

“ჯგუფში ავსტრიის გუნდის მოხვედრა მინდოდა, რათა რევანში აგვეღო (შვედეთმა საკვ.ეტაპზე შინ ავსტრიასთან 1:4 წააგო). ბელგიისგან ბევრს ელიან. იტალია შესარჩევში არ იყო ძლიერი, თუმცა ფინალურ ტურნირებზე ტრადიციულად კარგად გამოიყურება ხოლმე. რა თქმა უნდა, ბელგია და იტალია ფავორიტები არიან.” – განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ჰამრენმა.

შვედეთი E ჯგუფის პირველ მატჩს 13 ივნისს ირალნდიის წინააღმდეგ გამარტავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.115186