საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს და ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის ორივე მათგანი კარგადაა ცნობილი.
კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს, 11 დეკემბერს, 18 საათზე დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.
სრკ-ს პრეზიდენტის არჩევნები ამა წლის 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.