შვედეთის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უეფას ოფიციალურ ვებვგერდთან საუბარში საოცნებო 5-კაციანი გუნდი დაასახელა.
სკანდინავიელმა სიმბოლურ შემადგენლობაში თავისი თავის გარდა, ბრაზილიელი რონალდო, ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი და რონალდინიო შეიყვანა. ზლატანმა განაცხადა, რომ მის გუნდს მცველები არ სჭირდება, მხოლოდ – შემტევები.