ფეხბურთი

19:02 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ჯგუფის ბოლო ტურის საუკეთესოდ აღიარეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხულ ქომაგთა 51%-მა მხარი პორტუგალიელს დაუჭირა. მეორე ადგილზე ლიონელ მესი (18%) გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა ოლივერ ჟირუმ (15%) დაიკავა.

რონალდუს აღიარება მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან კრიშტიანუს რეკორდების დღე ჰქონდა. ფეხბურთელმა “მალმიოსთან” მოგებულ (8:0) მატჩში პოკერი შეასრულა და ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების (11) რაოდენობით ლუის ადრიანოს შედეგი (9) გააუმჯობესა. რონალდუ “რეალის” ისტორიაში შევიდა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის პირველი 4 გოლის გამტანი მოთამაშე.

0.330758