მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ბოლომდე ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს კარიერა მადრიდელთა ან მისი ყოფილი კლუბის “მანჩესტერ იუნაიტედის” პრინციპული მეტოქის შემადგენლობაში განაგრძოს. თუმცა, ამავდროულად, პორტუგალიელი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ კარგად ესმის თუ რა სირთულეებთან შეიძლება იყო ეს დაკავშირებული.
“რა თქმა უნდა არსებობს საკითხები, რომლებზეც გარკვეული შეხედულება გაქვს ჩამოყალიბებული. მაგალითად, ოდესმე “ბარსელონაში” ჩემი თამაში თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა სხვა ინგლისურ კლუბში. მაგრამ ასპროცენტიანი დარწმუნებით რამეს მტკიცება ძნელია. ცხადია, ამაზე ფიქრიც კი რთულია, თუმცა ფეხბურთში და ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთ რამ ხდება, რასაც მანამდე ვერ წარმოიდგენდი. მე ღია ვარ ნებისმიერი წინადადებისთვის, ნებისმიერი ლიგიდან. თუმცა, შემიძლია კარიერა “რეალში” დავასრულო. უბრალოდ რეალობაზე ვსაუბრობ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. არ ვიცი რა მოხდება ხვალ. მაგალითად, დღეს ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი MLS-ში მოთამაშე, მაგრამ ორი-სამი წლის მერე შესაძლოა შეხედულება შევიცვალო” - ციტირებს რონალდუს სიტყვებს AP.