საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს და “დალას მავერიკსის” ძირითად ცენტრს ზაზა ფაჩულიას ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ზაზა პირველი ქართველი იქნება, ვინც ნბა-ს “ოლ სტარზე” ითამაშებს, რაც ყველა კალათბურთელის ოცნებაა.
ზაზას “ოლ სტარზე” მოხვედრა ეკუთვნის, არა იმიტომ რომ ქართველია, არამედ იმიტომ, რომ ფაჩულიამ ეს დაიმსახურა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრმა 14 ორმაგი დუბლი გააკეთა, რაც ნბა-ში მესამე შედეგია. ზაზას მიმდინარე საშუალო მონაგარი 10.7 ქულა, 10.3 მოხსნა და 2 პასია, რაც დიდებული შედეგია.
"ოლ სტარი" 2016 წლის 14 თებერვალს ტორონტოში "Air Canada Centre"-ის დარბაზში გაიმართება.
იმისთვის, რომ ფაჩულია “ოლ სტარზე” მოხვდეს გულშემატკივრების აქტიურობაა საჭირო. მომდევნო 31 დღის განმავლობაში 24 საათში ერთხელ შევდივართ ამ ლინკზე http://vote.nba.com/confirm/ ვაჭერთ Create Account და ვრეგისტრირდებით. შემდეგ შევდივართ ხმის მიცემის ბმულზე:
http://vote.nba.com/?iref=asv16_nbadrd&cid=asv16_nbadrd##groupP და ხმას ვაძლევთ ზაზა ფაჩულიას.
შუალედური შედეგები 24 დეკემბერს, 7 იანვარს და 14 იანვარს გამოქვეყნდება.
ხმის მიცემა 19 იანვარს თბილისის დროით 08:59:59 საათზე დასრულდება.