ფეხბურთი

23:22 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ “რეალის” აპელაცია არ დააკმაყოფილა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდის “რეალის” აპელაცია არ დააკმაყოფილა და “სამეფო კლუბის” ესპანეთის თასიდან მოკვეთილად დარჩა.

როგორც იცით, კოპა დელ რეის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ რაუნდში “რეალმა” გასვლაზე “კადისი” დაამარცხა (3:1), თუმცა რაფაელ ბენიტესმა დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რაზეც “კადისის” პრეზიდენტმა იჩივლა და პროცესიც მოიგო.

“ბლანკოსის” ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროსტესტა. მადრიდელთა განცხადებით, მათ ჩერიშევის დისკვალიფიკაციის შესახებ არ იცოდნენ.

აღნიშნული არგუმენტის მიუხედავად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდელთა სასჯელი ძალაში დატოვა და “რეალი” სამეფო თასს გამოეთიშა.

0.128218