ფეხბურთი

16:09 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ ვარჯიში განაახლა

“მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ “როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

27 წლის ფეხბურთელს საზარდული აწუხებდა, რის გამოც ოპერაციის გადატანა და ორთვიანი უქმობა მოუხდა. მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ სერია ა-ს ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ბოლოს მან იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში “ჯენოას” წინააღმდეგ ითამაშა.

0.113174