ფეხბურთი

1:22 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სუონსიმ” მონკი დაითხოვა

ინგლისურ პრემიერლიგაში მოთამაშე “სუონსიმ” მთავარი მწვრთნელი გარი მონკი დაითხოვა. ამ უკანასკნელმა უელსურ კლუბში 22 თვე იმუშავა და მისი ხელმძღვანელობით სუონსელებმა 77 მატჩიდან 28 მოიგეს, 17 ფრედ დაასრულეს და 32 წააგეს.

“სუონსიმ” გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, მიმდინარე ჩემპიონატში კი 15 ტურის თავზე მხოლოდ 14 ქულა გააჩნია და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.

უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უელსური კლუბის თავკაცის პოსტზე დევიდ მოიესის და ბრენდან როჯერსის კანდიდატურები მოიაზრება, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანი უარზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116163