ფეხბურთი

21:06 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოსპინა “ბეშიქთაშს” ელაპარაკება

ლონდონის “არსენალის” მეკარემ დავიდ ოსპინამ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კარიერა თურქეთში განაგრძოს – იუწყება ცნობილი საერთაშორისო გამოცემა Goal–ი.

კოლუმბიის ნაკრების კიპერს პიოტრ ჩეხის დუბლიორობა მობეზრდა, თამაში სურს და “ემირათს სთედიუმიდან” წასვლა გადაწყვეტილი აქვს. ის “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ტრანსფერის ალბათობის შანსი საკმაოდ დიდია.

27 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში “მეთოფეთა” კარი მხოლოდ 3-ჯერ დაიცვა და 6 გოლი გაუშვა.

0.114399