ფეხბურთი

17:58 | 9.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგეს “რეალის” ლევანდოვსკისადმი ინტერესი არ აღელვებს

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე მადრიდის “რეალის” მხრიდან გუნდის თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის მიმართ ინტერესში პრობლემას ვერ ხედავს.

პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აგენტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფლორენტინო პერესთან ერთად შენიშნეს.

“ლევანდოვსკის აგენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს და პრობლემას ვერ ვხედავ თუ იგი “რეალის” სტადიონზე იყო. ლოგიკურია, რომ “სამეფო კლუბს” რობერტი აინტერესებს, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისში უმთავრდება. ამ ამბავზე საერთოდ არ ვნერვიულობ.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს BILD-ი.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სარანსფერო ღირებულება 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ 50-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.115341