კრიშტიანუ რონალდუმ თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი დაამყარა, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირადი რეკორდების დამყარებას განაგრძობს. შვედმა გიგანტმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “შახტარს” (2:0) ერთი გოლი გაუტანა და პარიზული გუნდის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მეგოლე გახდა.
იბრასთვის ეს პსჟ-ს მაისურით ლიგაზე გატანილი მე-17 გოლი გამოდგა და ლეგენდარული ლიბერიელის, ჟორჟ ვეას რეკორდი დაამხო, რომელსაც 16 გოლი გაუტანია პარიზელთა მაისურით.