ფეხბურთი

19:17 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"შერიფის თასი": თბილისის "დინამოს" ჭაბუკები მოგებით იწყებენ

მოლდოვის ქალაქ ტირასპოლში დაიწყო "შერიფის თასი-2015", რომელშიც მონაწილეობენ 17-წლამდელთა გუნდები: თბილისის "დინამო", კიევის "დინამო", ბულგარეთის "დუნავი", სერბეთის "იაგოდინა" და მასპინძელი "შერიფის" ორი გუნდი: 1998 წელს დაბადებულები და კიდევ, 1999 წელს დაბადებულები.

პირველ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" "შერიფი-98"-ს 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი შემტევმა ნახევარმცველმა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

სხვა მატჩები: კიევის "დინამო" - "დუნავი" 5:1, "იაგოდინა" - "შერიფი 99" 4:0.

ტურნირი 12 დეკემბერს დასრულდება. სისტემა ასეთია: ყველა გუნდი ერთმანეთს შეხვდება. 5 ტური იქნება - ფლეი-ოფების გარეშე.

0.124043