დავით თარგამაძის საკლუბო მომავალი ჯერ უცნობია. 26 წლის ქართველი გარემარბი "შახტარიდან" "ოლექსანდრიაშია" განათხოვრებული და ბოლო ტურებში კარგ ფორმაშიც შევიდა, მაგრამ გაგრძელდება თუ არა საიჯარო ხელშეკრულება ზამთრის შემდეგ, ეს ჯერ უცნობია.
"ოლექსანდრიას" მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა განაცხადა, რომ თარგამაძის თაობაზე "შახტართან" მოლაპარაკება მიმდინარეობს:
"დავითი ჩვენთან არცთუ მომზადებული მოვიდა, ფსიქოლოგიურადაც საუკეთესო მდგომარეობაში ვერ იყო. თუმცა, ბევრი იმუშავა საკუთარ თავზე და დაიბრუნა თავისი სათამაშო ფორმა. მაღალ დონეზე თამაშობს და დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. "ოლექსანდრიას" და თავად თარგამაძის სურვილიცაა, რომ საიჯარო ხელშეკრულება გაგრძელდეს თუნდაც ნახევარი წლით. ვესაუბრებით ფეხბურთელის აგენტსა და "შახტარის" გენერალურ დირექტორ სერგეი პალკინს. გვსურს, რომ დროზე გადავწყვიტოთ თარგამაძის საკითხი".
თარგამაძემ უკრაინული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. კიდევ ერთი გოლიც თასზე შეაგდო.