შვეიცარიელებმა როჯერ ფედერემა და მარტინა ჰინგისმა შერეულ წყვილებში 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ერთად ასპარეზობა გადაწყვიტეს, აღნიშნულ ინფორმაციას Tennis.com ავრცელებს.
34 წლის ფედერერს და 35 წლის ჰინგისს ერთად შორეულ 2001 წელს “ჰოფმანის თასზე” უთამაშიათ და იმარჯვეს კიდეც.
2016 წლის ოლიმპიადა 5 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.
ფედერერს ერთი ოლიმპიური ოქრო უკვე აქვს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე როჯერმა სტანისლას ვავრინკასთან ერთად წყვილთა თანრიგში იმარჯვა.