კალათბურთი

23:48 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 24 ქულა 26 წუთში! (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ლაბორალ კუჩას” ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ჩინებული თამაში ჩაატარა, თუმცა, ბასკური კლუბი მარცხისგან ვერ იხსნა.

გასულ ტურამდე, “ლაბორალ კუჩას” ერთადერთი მარცხი ჰქონდა და ერთ-ერთ აუტსაიდერ “იბეროსტარ ტენერიფესთან” აშკარა ფავორიტიც გახლდათ, თუმცა, მოულოდნელი მარცხი განიცადა – 92:98 (VIDEO)

არადა, შენგელიამ მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა. ის მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, ყველაზე სარგებლიანი იყო. თოკომ 26:28 წუთში 10-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და 24 ქულას 4 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.

ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29-ს უწია და უეჭველია, მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდებოდა, რომ არა – ბლაგოტა სეკულიჩი. ტენერიფელთა ჩერნოგორიელმა ლეგიონერმა სტუმრებს 29 ქულით და 7 მოხსნით ულიდერა.

“ლაბორალ კუჩას” 7 მოგების წილ 2 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ბასკური კლუბი ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, სტუმრად, “ბილბაო ბასკეტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11848