ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ სებასტიან ფრეიმ აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თვითონ ფრეიმ საჯაროდ განაცხადა.
“მადლობა ყველას. ჩემი სხეული აღარ მაძლევს ფეხბურთის თამაშის საშუალებას და კარიერას მხოლოდ ხელფასის გამო ვერ გავაგრძელებ”, - ამბობს ფრეი.
სებასიტიან ფრეიზე ერთ დროს დიდი იმედი მყარდებოდა და ახალგაზრდულ ასაკში მილანის “ინტერშიც” მოხვდა, თუმცა “ნერაძურიში” დამკვიდრება ვერ შეძლო. შემდეგ კი წარმატებით “პარმაში”, “ფიორენტინასა” და “ჯენოაში” ირჯებოდა. ხოლო ბოლოს თურქეთში, “ბურსასფორის” რიგებში გამოდიოდა.