ფეხბურთი

20:30 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” კავანის ისევ დასტრიალებს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი ფორვარდის, ედინსონ კავანის გადაბირებას კვლავაც ეცდება. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპი” იუწყება. თუ ფრანგული მედიის წარმომადგენლებს დავუჯერებთ, “იუნაიტედი” კავანის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს გაღებას აპირებს. თავის მხრივ, პსჟ ურუგვაელის გაშვების საკითხს იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პარიზში გაისადაც დარჩება.

მიმდინარე სეზონში 28 წლის კავანის ლიგა 1-ში ჩატარებულ 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

0.115672