კალათბურთი

14:49 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” მინსკშიც დამარცხდა (+VIDEO)

11-დან 11 წაგება – ასეთი შედეგი აქვს თბილისის “ვითას”, რომელიც ვთბ-ლიგაში ასპარეზობს. ქართულმა კლუბმა მორიგი მარცხი მინსკში განიცადა, სადაც “ცმოკის” სტუმრობდა და 74:94 (15:16, 22:29, 12:23, 25:26) წააგო.

მასპინძლებმა სტუმრები ფაქტობრივად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს, გადამწყვეტი კი სამწამიან ზონაში უპირატესობა გახდა, სადაც “ცმოკი-მინსკმა” “ვითას” 64:24 აჯობა.

პაველ გოოგეს შეგირდთაგან ორს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა: პიერია ჰენრიმ 14 ქულას 8 მოხსნა წაამატა, ლევან შენგელიას მონაგარი კი 13 ქულა და 8 მოხსნა იყო.

16 ქულა ჩააგდო ირაკლი ჩლაიძემ, გუნდის ახალწვეულმა ვლადისლავ სტარატელევმა 15 ქულა მიითვალა, კონსტანტინ ანიკეენკომ კი – 10.

“ვითას” მომდევნო მატჩი 13 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში ელის, სადაც ჩეხურ “ნიმბურკს” დაუხვდება.

დასასრულ, ერთი საინტერესო დეტალიც. ვთბ-ლიგამ ნოემბრის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად ხსენებული ჰენრი დაასახელა. “ვითას” ამერიკელი მცველის საშუალო მონაგარი 14.4 ქულა, 8.6 მოხსნა, 5.6 პასი და 2.6 ჩაჭრა გახლდათ.

0.104953