ფეხბურთი

12:08 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა

გვატემალას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბრაიან ჰიმენესს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრებენ.

AP-ს ცნობით, მოცემული მომენტისთვის ჩინოვნიკის ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე ის საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობდა, მაგრამ ახლა მის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა. ამერიკის სეერთებული შტატებიდან ჰიმენესის ექსტრადაციაზე მოთხოვნა უკვე გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ფიფას კორუფციული სკანდალების გამო ცოტა ხნის წინ ციურიხში 15 ჩინოვნიკი დააპატიმრეს, ხოლო ამ კვირაში მათი რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127977