ფეხბურთი

17:55 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე მელომ თავი დაიზიანა

მილანის “ინტერის” ნახევარმცველმა ფელიპე მელომ, სერია A-ს მე-15 ტურში “ჯენოასთან” მინიმალურად მოგებულ მატჩში უსიამოვნო ტრავმა მიიღო.

ბრაზილიელი თანაგუნდელ გარი მედელს შეეჯახა და თავი დაიზიანა. ამის შემდეგ მას თავბრუსხვევა დაეწყო, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ჩაამთავრა და შესვენებისას ბროზოვიჩმა შეცვალა.

32 წლის ფეხბურთელი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში და გამოკვლევა ჩაუტარეს, რის შემდეგაც კლუბმა გააკეთა განცხადება - მელოს თავის მსუბუქი დაზიანება აქვს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში რჩება და დღეს დამატებით გამოკვლევას გაივლის.

როდესაც მელო სასწრაფო დახმარების მანქანაში ჯდებოდა, Sky Italia-ს კორესპონდენტს განუცხადა, არაფერი მახსოვსო. “ინტერმა” “ჯენოა” 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაბრუნდა, ოღონდ “ნაპოლი” თავის თამაშს დღეს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111777